თემა- მე არ ვეწევი, შენ?!
მე გავესაუბრე ჩემს ახლო ნათესავს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო მწეველი, შემდეგ, დაავადების გამო, შეწყვიტა სიგარეტის მოხმარება.
- მოგესალმებით! პირველ რიგში მაინტერესებს, რამდნი წლის იყავით, როცა სიგარეტი პირველად გასინჯეთ?
- 18 წლის.
- თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა არამწეველებზე?
- ალბათ, გსმენიათ პასიურ მწეველებზე, როდესაც ერთი ადამიანი ეწევა, მეორე კი შეისუნთქავს მის კვამლს. ეს ხელს უწყობს სიმსივნის, ფილტვებისა და გულის დაავადებების განვითარებას.
- ადვილია თუ არა თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებება?
- თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რა ასაკში დაიწყეთ მოწევა.
- რატომ არის რთული თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება?
- თამბაქოს შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია ნიკოტინი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკს. სწორედ, ნიკოტინის გამო ძალზედ რთულია სიგარეტისთვის თავის დანებება.
- რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ორსულობაზე?
- ორსულობის დროს სიგარეტის მოწევამ შესაძლოა მომავალში უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის გაზრდასა და გონებრივ განვითარებაზე.
- მისაღებია თუ არა თქვენთვის ქალი, რომ ეწევა?
- არა.
- და ბოლოს, თქვენი აზრით, რამდენად შეამცირებს სიგარეტის მოხმარებისთვის თავის დანებება სიმსივნის გავითარების რისკს?
- თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება ამცირებს სიმსივნის, ფილტვებისა და გულის დაავადებების რისკს. მე მინდა მივმართო მწეველებს: ,,რაც უფრო ადრე დაანებებთ მოწევას თავს, მით უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის."
მე-9 კლასის მოსწავლე თამთა ლატარია
- რას ნიშნავს თქვენთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესი და რამდენად მისდევთ მას?
- ჯანმრთელი ცხოვრების წესში იგულისხმება ცხოვრება ისე, რომ შენი ყოველი ნაბიჯი უზრუნველყოფდეს შენს ჯანმრთელობას . ამაში შედის: ვარჯიში, სწორი კვება. ამ დროს არც საკუთარ თავს აზიანებ და არც სხვას აყენებ ზიანს.
- თქვენ რამდენად მისდევთ ჯანმრთელ ცხოვრებას?
- სამწუხაროდ, მე მხოლოდ თეორიულად ვფლობ ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესზე, თუმცა პრაკტიკულად მისი განხორციელება ჩემთვის რთულია, რადგან მე მწეველთა კატეგორიას მივეკუთვნები.
- რა ასაკიდან დაიწყეთ მოწევა და რატომ?
- სამწუხაროდ, 18 წლის ასაკიდან, რადგან ცხოვრება ამ პერიოდში ყველაზე უფრო რთულია. ძალიან ბევრ პრობლემასთან გიწევს შეჭიდება და, მათ შორის, ალბათ, ყველაზე რთულია თვითრეალიზაციის მცდელობა. იმ პერიოდში შვება თითქოს მოწევაში ვპოვე.
- რამდენად ნანობთ ამ ნაბიჯს?
- უკვე 5 წელია ვეწევი და გარკვეულწილად ვნანობ კიდეც, თუმცა ნებისყოფა არ მყოფნის თავი დავანებო მოწევას.
- რამდენად ჯანმრთელი ხართ?
- ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს. მუდმივი თავის ტკივილები მაწუხებს და სუნთქვის პრობლემები ვუჩივი.
- რას ურჩევთ სხვა მწეველებს?
- ვურჩევ, რომ ჩემზე ძლიერები იყვნენ და საკუთარ თავში იპოვონ ის ნებისყოფა, რომელიც მე ვერ აღმოვაჩინე ჩემში. უარი თქვან ამ სენზე, რადგან ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მე გისურვებდით თავი დაგენებებინათ მოწევისათვის. არ დაივიწყოთ: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
მე-9 კლასის მოსწავლე სალომე ვარდია
- რამდენი წელია, რაც თამბაქოს მუდმივი მომხმარებელი ხართ?
- ნახევარ ცხოვრებაზე მეტი თამბქოს კვამლში გავატარე. ჯერ კიდევ 16 წლის ვიყავი, როცა მისი მოხმარება დავიწყე.
- ჩემი აზრით, 16 წელი ძალიან ადრეა, თან არასრულწლოვანი იყავით, ამ დროს, როგორც ვიცი, ორგანიზმი სრულად არ არის ჩამოყალიბებული და შესაბამისად თამბაქოს მავნე ნივთიერებებთან გამკლავებას თქვენი ორგანიზმი ვერ შეძლებდა, რა აზრის ხართ ამაზე?
- მართალია, 16 წელი ძალიან ადრეა. არასრულწლოვანი ვიყავი, როცა თამბაქოს მუდმივი მომხმარებელი გავხდი, შესაბამისად, ჯანმრთელობის მხრივ, ბევრი პრობლემა გამიჩნდა, რომელიც დღესაც მაწუხებს.
- ჯანმრთელობა დღესაც გაწუხებთ. თქვენი აზრით, რატომ ვერ გამოჯანმრთელდით ამდენი ხნის განმავლობაში და რატომ გაქვთ, ამ მხრივ, ისევ პრობლემები?
- რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ ხნის მანძილზე ვერ შევძელი ამ მავნე ნივთიერებების გარეშე ცხოვრება. შესაბამისად, გამოჯანმრთელებაც ვერ მოვახერხე, ამიტომაც ჯერ კიდევ მაწუხებს იგივე პრობლემები, რაც 30 წლის წინ.
- ამ ხნის განმავლობაში გიცდიათ თუ არა ცხოვრების გაგრძელება ნიკოტინის გარეშე?
- რა თქმა უნდა, ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა, როგორც იტყვიან, თამბაქო ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ძალიან რთულია მიატოვო და დათმო ის, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებ. ორგანიზმი მასზეა დამოკიდებული და ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენელია.
- ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა, რა აზრის ხართ ამაზე?
- დიდ მადლობას ვუხდი იმ ორგანიზაციებს, იმ ღონისძიებების ავტორებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ. მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ჩვენი კეთილდღეობისთვის ზრუნავენ, ჩვენი ჯანმრთელი და ხალისიანი მომავლისთვის იღწვიან და, რომელსაც თამბაქოს კვამლის გარეშე ცხოვრება ჰქვია. ძალიან მომწონს ის ღონისძიებები , რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება, მაგრამ მიუხედავად ამდენი ღონისძიებისა, თამბაქოს მოხმარება არ შემცირებულა, პირიქით, იზრდება. განსაკუთრებით მოზარდებში, რაც ძალიან ცუდი და საზიანოა.
- რას ურჩევთ მოზარდებს?
- ბოლო პერიოდში, როგორც ვიცით, მოხშირდა თამბაქოს მოხმარების ფაქტები მოზარდებში, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ ასაკში ორგანიზმი ჩამოყალიბებული არ არის იმისთვის, რომ მოწევის ზეგავლენას გაუმკლავდნენ. მათ მთელი გულით ვურჩევ, რომ თავი დაანებონ ამ მავნე ჩვევას, არ დაემონონ, არ ცდუნდნენ, რადგან მომავალში ძალიან ინანებენ თავიანთ საქციელს, მაგრამ უკვე გვიანი იქნება.
- და ბოლოს, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ან თუნდაც შემცირდეს მოწევა?
- როგორც თავში აღვნიშნე, ძალიან რთულია იმის გარეშე ცხოვრება, რასაც მთელი ცხოვრებაა აკეთებ. ორგანიზმი მასზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, რთული იქნება ის, რომ აიკრძალოს თამბაქოს მოხმარება მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ, ვფიქრობ, მარტივად გადაწყდება, რომ თამბაქოს მწარმოებელმა კოპანიებმა შეამცირონ ნიკოტინის წარმოების რაოდენობა, რომელსაც ადამიანის დატყვევება შეუძლია. და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მოწევის მიტოვება ძალიან უჭირს (ჩემს მსგავსად): ,,ძალიან გთხოვთ, ნუ დაემონებით თამბქოს, იყავით თავისუფალი".
მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ კვიკვინია
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით ინტერვიუ ავიღე მოზარდისგან, რომელიც ახლახან გახდა 16 წლის, მაგრამ უკვე აქტიური მწეველია.
- პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ დამთანხმდით რამდენიმე კითხვა დამესვა თქვენთვის.
- არაფრის, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ საუბარმა მოახდინოს ჩემში გარდატეხა და დამეხმაროს სენისაგან განთავისუფლებაში.
- როდის მოწიეთ სიგარეტი პირველად და რა იყო ამის მიზეზი?
- პირველად, თუ სწორად მახსოვს, მე-9 კლასში უნდა ყოფილვიყავი. ეს იყო, უბრალოდ, პატარა ბიჭის ახირება, რომელსაც აინტერესებდა ნებადართული ნარკოტიკის გემო. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სიგარეტის კოლოფზეცაა წარწერა, რომ ,,მოწევა კლავს," ის მაინც ლეგალიზებულია და თან ადამიანთა უმრავლესობაც ეწევა. ესე იგი ის რაღაც ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო.
ასე რომ, მეც მივეცი თავი მონობის ამ უღელს,რასაც დღეს მწარედ ვნანობ.
- ,,ნებადართული ნარკოტიკი". ასე უწოდეთ თქვენ სიგარეტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის რეკლამები, რომელიც თამბაქოს მავნებლობაზე მიუთითებენ, თუნდაც ის წარწერები კოლოფზე, ჯერ კიდევ, უფრო მეტად იზიდავს ადამიანს?
- სწორედ ასეა, მეც ამ ანკესს წამოვეგე.
- ამბობთ, რომ მოწევა მონობაა, მაშინ რატომ არ ცდილობთ გათავისუფლდეთ?
- ძალიან რთულია მოწევისთვის თავის დანებება, რთულია თავი დაანებო იმას, რაც უკვე 2 წელია შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ უფრო მარტივია, საერთოდ, არ დაიწყო მოწევა, ყოველ შემთხვევაში, მე ყველას ასე ვურჩევ, განაკუთრებით კი, მოზარდებს.
- შენი შემთხვევა გავიგეთ, როგორ ფიქრობთ რატომ იწყებს ადამიანი მოწევას?
- ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს, რათა მთელ ქვეყანას დაანახონ, რომ უკვე დიდები გახდნენ და ამ ჟესტით საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ. ამასთან მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს. თუმცა, ვერ აანალიზებს, რომ ამით ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას, ახლობლებს და მომავალ თაობასაც.
- როგორ გგონიათ, არის თუ არა მწეველი მშობელი დამნაშავე იმაში, რომ მისი შვილი იწყებს თამბაქოს მოხმარებას?
- მშობელი პირველი მაგალითია შვილისთვის. თავისდაუნებურად შვილი იმავეს აკეთებს, რასაც მშობლებისგან ხედავს და არ ფიქრობს, ეს ცუდია თუ კარგი. მისი პირველი და უმთავრესი მასწავლებელი ოჯახია. ამ შემთხვევაში ასეა, როდესაც მშობელი ეწევა, ბავშვსაც უჩნდება მისი გასინჯვის სურვილი,თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.
- მოწევის შეწყვეტა რთულია, მაგრამ თუ იცით რა დადებითი მხარეები აქვს მას?
- კი. ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი. პირველი, 24 საათის განმავლობაში სწრაფად ეცემა ნიკოტინის დონე სისხლძარღვებში. ნელ-ნელა რეგულირდება გულის ცემა, მცირდება სისხლის წნევა, მატულობს ჟანგბადის შემცველობა. ადამიანის ფილტვები სუფთავდება. სწორედ, ამიტომაა საჭირო მისთვის თავის დანებება.
- კარგია, რომ კარგად იცით, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს შენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, თუ მოწევას თავს დაანებებ. იმედია ეს ასეც მოხდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.
- მეც დიდი იმედი მაქვს.
- ნახვამდის!
- კარგად!
მე-9 კლასის მოსწავლე ლევან ქაჯაია
- მოგესალმებით!
- სალამი!
- თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება?
- დ. ჭ.
- სიგარეტს ეწევით?
- ამჟამად, არა.
- აქამდე ეწეოდით?
- კი.
- როდის დაიწყეთ მოწევა?
-სკოლის დამთავრებისთანავე.
- კარგი გიქნიათ, რომ მიატოვეთ მოწევა, როგორ შეძელიათ?
- ბევრი ხერხი გამოვიყენე, თავიდან უბრალოდ გადავაგდე, მაგრამ მეორე დრეს ახალი ვიყიდე. ამაში ელექტრონული სიგარეტი დამეხმარა, ნელ-ნელა გადამაცვია და საბოლოოდ გადამაგდებინა ხელიდან.
- რამდენი ხანია მიატოვეთ თამბაქოს მოხმარება?
- წელიწადზე მეტია.
- ეხლა, როცა ბედავთ სხვა ეწევა, თქვენ არ გიჩნდებათ მოწევის სურვილი?
- თავიდან ბევრს ვითმენდი, ეხლა კი, უბრალოდ, სურვილი არ მაქვს.
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ნახვამდის!
- კარგად!
მე-10 კლასის მოსწავლე ილო ეხვაია
Комментариев нет:
Отправить комментарий