среда, 14 октября 2015 г.

დისკუსია კლასებში

თემა: ,,მოწევა და მის წინააღმდეგ ბრძოლა''
თარიღი: 15.10.2015
კლასი: IX; X; XI
დისკუსიიის წინ აუდიტორიაში ნაჩვენები იქნა მე-10 კლასის მოსწავლეების - ქეთი ევსიას, ნინო მიქავას და ესმა ბელქანიას მიერ მომზადებული სლაიდ-შოუები:


                                         
     

 
  ... ადამიანს უჭირს იმის გაცნობიერება, რომ სიგარეტი მის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს.
                                                                                                                   
                                                                                             ანატოლ ხარბედია




      ქალაქში არაერთხელ შევსწრებივარ ფაქტს რომ 13-14 წლის ბავშვები სიგარეტს ეწევიან. ჩემი აზრით სიგარეტი არ უნდა იყიდებოდეს არასრულწლოვნებზე, რადგან ამით აზიანებენ თავიანთ ორგანიზმს.
ჩვენ ერთად სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით გადავარჩენთ სამყაროს თამბაქოს ბოლისგან.

                                                                                                                               
                                                                                             თეკლე ახალაია

    მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ,,თამბაქოს მოწევა მავნებელია'', რადგანაც თამბაქო, მართლაც, დიდ ზიანს აყენებს ადამიანს, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად (შინაგანი ორგანოები). მწევლების კანი ბევრად ადრე ბერდება, ვიდრე არამწევლის. შინაგან ორგანოებში ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, რადგანაც ჩასუნთქული თამბაქოს კვამლი პირდაპირ ხვდება ფილტვებში. ადამიანი, რომელიც არ ეწევა, მაგრამ ხვდება დარემოში, სადაც ეწევიან, ის ხდება პასიური მწეველი.

                                   
                                                                                               ლუკა ქუთელია


     ჩემთვის მიუღებელია და არ მესმის, თუ რატომ ეწევიან ორსული ქალები. ისინი არ ფიქრობენ თავიანთ ნაყოფზე, ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ თავზე. მიუხედავად  უამრავი წარწერისა მაინც ხდება სიგარეტის ყიდვა-გაყიდვა. ჩემი აზრით, ეს ბიზნესის, ფულის ამუშავების  გამო ხდება, რადგან ადამინს უფრო მეტი უნდა. ამბობენ, რომ სიგარეტს მაშინ ეწევიან, როცა ნერვიულობენ, მაგრამ მე არ მჯერა ამის, ალბათ მათ თავიანთ თავს შთააგონეს, რომ თამბაქო ამშვიდებს.

                                                                                                 ინგა გეთია


   მე პირადად ვიცნობ, ისეთ ადამიანს, რომელიც თამბაქოს მსხვერპლი გახდა. ის ეწეოდა , ამიტომ  მას დაემართა ფილტვების კიბო. რის გამოც ის დაიღუპა. მე ვფიქრობ , რომ გონიერი ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ,,მოწევა მავნებელია''.
                                                                             
                                                                                                 ლევან ბარამია
                                                                                                             

  სიგარეტის მოწევა მავნებელია. მე ეს არ ვიცოდი, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე. ,,გაგონილს ნანახი სჯობიო''. მოხდა ესეთი შემთხვევა: ჩემი მეზობელი ეწეოდა სიგარეტს, რის გამოც კანის დაავადება გაუჩნდა. საავადმყოფოში მისულს ექიმებმა უთხრეს, ,,სიგარეტი კლავსო''. ავადმყოფმა უპაუხა: ,,ჩემი ორგანიზმი თამბაქოზეა დამოკიდებული, მის გარაშე არ შემიძლია, მას ვერ მივატოვებო''. ექიმებმა უპასუხეს, ,,თუ ასეა სიცოცხლეს უნდა გამოემშვიდობოო''... ნახევარ წელიწადში დაუჯერებელი ავადმყოფი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა...  სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივხვდი, რომ თამბაქოს მოწევა საზიანოა, ბევრჯერ ვცადე ჩემი მეგობრებისთვის ამის დაჯერება, მაგრამ ვერაფრით დავარწმუნე.
                                                                                         
                                                                                              ზუკა ლატარია


   ჩემი აზრით სიგარეტი უნდა იყიდებოდეს, მაგრამ არა არასრულწლოვნებზე. ზოგი სიგარეტს ნერვიულობის გამო ეწევა, ზოგს კი ამით სურს დაამტკიცოს რომ ,,მაგარია", მაგრამ სიგარეტის მოწევით რა თქმა უნდა ვერ დაკაცდები. ზოგი ,,კაი ბიჭობისთვის'' ეწევა. როგორც ავღნიშნე სიგარეტი თვრამეტ წლამადე მოზარდებზე არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ ზოგიერთ გამყიდველს ეს ,,ფეხებზე კიდია,'' ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით (ბოდიშს ვიხდი ცენზურის დაუცველობის გამო) მათ მხოლოდ გაყიდვა და ფული ადარდებთ მეტი არაფერი.

                                                                                              მამუკა გაწერელია


    მოწევა დავიწყე მე-7 კლასში, სხვისი მიბაძვით. პატარა ვიყავი და რატომღაც მეგონა, რომ ჩემი ეს საქციელი ,,კაი ბიჭობაში'' ჩამეთვლებოდა. გავიდა წლები, მაგრამ თამბაქოს გარეშე ცხოვრებას ვერ შევეჩვიე. სწორედ მაშინ დავანებე თავი სიგარეტის მოწევას, როცა კინგბოქსში დავიწყე სიარული. ჩემი აზრით, თუ ადამიანს თავის საქმე უყვარს, ის სიგარეტს არ გაეკარება.

                                                                                                ზ.მ

      უფრო საშიში არ არის ის ფაქტი რომ მაღაზიებში გენმოდიფიცირებული საკვები იყიდება?!

                                                                                                ს.ქ

     რა თქმა უნდა, რომ გენმოდიფიცირებული საკვები და სიგარეტი, ორივე საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ამიტომ მთავრობაც და საზოგადოებაც უნდა აკონტროლებდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

                                                                                             ქეთი გაგუა



    ჩემი აზრით უნდა აიკრძალოს მოწევა ხალხმრავალ ადგილებში, რის შემდეგადაც ადამიანები თანდათანობით გადაეჩვევიან თამბაქოს მოხმარებას. უნდა აიკრძალოს სიგარეტის მოხმარება და გაყიდვა. უნდა დაწესდეს შესაბამისი ჯარიმები.
                                                                                               
                                                                                           ინგა გეთია


   ჩემი აზრით, ამ პრობლემის გადასაწყვეტად უნდა მოხდეს სიგარეტის დელეგალიზაცია ან მისი ფასის გაზრდა. ამ შემთხვევაში თითოეული ადამიანი, გასაკუთრებით კი მოზარდები ვერ შეძლებენ მის ყიდვას.

                                                                                          ლევან ქაჯაია


  კარგი იქნება, თუ სკოლებში იარსებებს უფრო მეტი სპორტული სექციები, სადაც აკრძალული იქნება სიგარეტის მწეველთა მიღება. უბნებში უნდა არსებობდეს მეტი სპორტული მოედნები. ასევე უნდა არსებობდეს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში ჩაატარებენ სხვადასვა ღონისძიებებს სიგარეტის მავნებლობასა და ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით. (ამ ორგანიზაციებში შეიძლება გაერთიანებული იყოს მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და თემი).


                                                                                  ირა ლაგვილავა (მასწავლებელი)



რეზიუმე:

მოსწავლეები შეთანხმდნენ ორგანიზება გაუკეთონ პოსტერების „მოწევა აკრძალულია“ გაკვრას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ საკითხთან დაიგეგმა ა/წ ოქტომბრის თვის განმავლობაში სკოლის დირექტორთან შეხვედრა, რათა დაიბეჭდოს “მოწევა აკრძალულია“-ს სიმბოლოები და შემდეგში გაიკრას სკოლის  მიმდებარე  ტერიტორიაზე.



დისკუსიის დროს გადაღებული ფოტო მასალა:

     









                                                       



  
                                         
                                                                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий