среда, 14 октября 2015 г.

ყველა მწეველს ჩემი ხმა: ჩემებო, უარი ვუთხრათ მოწევას და გადავარჩინოთ სიცოცხლე...



 ``მოწევა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის!". მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა ნაცნობია,როგორც მწეველი ,  ისე არამწეველი მოსახლეობისათვის, იგი მაინც არ კარგავს აქტუალობას და დღემდე უძლეველი და უდიდესი პრობლემაა.  ადამიანები საკუთარი დაუდევრობით კიდევ უფრო იმოკლებენ ცხოვრებას. როგორც ჩანს,თამბაქო ადამიანზე ძლიერი აღმოჩნდა, რადგან უამრავი ადამიანი იტანჯება და თავს ვერ აღწევს ამ მავნე ჩვევას. ამ ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული,თუ რა დიდ ზიანს უქმნიან საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. იმას, რომ მოწევა,მართლაც,ძალიან დიდი პრობლემაა და ის დიდ ზეგავლენას ახდენს თითოეული ადამინის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე.
     სიგარეტში დაახლოებით 400 ქიმიური ნაერთია. თითოეული მათგანი თავისებურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს. თამბაქოს მწევლები ხშირად ავადდებიან ცხვირ-სახის, საყლაპავის, ფილტვის კიბოთი. მათ კუჭის წყლული  და გულის ინფარქტი ათჯერ და თორმეტჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე არამწევლებს.
      სიგარეტი ასევე ანგრევს  ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების მატარებელ ორგანიზმებს,სასუნთქ სისტემას. იგი აზიანებს ბრონქების ლორწოვან გარსს. მოწევა ხელს უწყობს ფილტვის კიბოს განვითარებას. ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვი მწეველთა შორის თითქმის ორჯერ მეტია.
      საშიშია ასევე პასიური მწევლობა. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. დადგინდა, რომ ისინი უფრო ხშირად ავადდებიან მძიმე ინფექციური დაავადებებით. ის ბავშვებში თრგუნავს ფილტვის ფუნქციას და იწვევს სასუნთქი სისტემის გაღიზიანებას. ამასთან ბავშვებს ემართებათ ყურის დაავადებები, რომლებიც ხშირად ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს.
     ამრიგად, ზემოთქმული, კიდევ ერთხელ ადასტურებს,თუ რა დიდ ზიანს აყენებს მოწევა ადამიანის ორგანიზმს,რადგან ეს ზიანი ამ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაზე აისახება, თითოეულმა მწეველმა უნდა გააცნობიეროს, რა დიდ პრობლემასთან დგას და უნდა იპოვოს გზა მისგან თავის დასაღწევად. თითოეულმა მათგანმა უნდა გაიგოს, რომ ცხოვრება გაცილებით  უფრო კარგია, მოწევის გარეშე ,როცა თავს ჯანმრთელად გრძნობ.



Комментариев нет:

Отправить комментарий